ოსკაროსანმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ ცოტა ხსნის წინ ტეხასში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გადარიცხა.

"უზომოდ მადლიერები ვართ ლეონარდო დიკაპრიოს გულუხვობის გამო. ქარიშხლის შემდეგ წელში გამართვა რთულია, თუმცა ერთად ყველაფერს შევძლებთ“, ამბობს საქველმოქმედო ფონდის დირექტორი ბრაიან გალაჰერ.

დიკაპრიოს მსგავსად, ქარიშხალი ჰარვისგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა სანდრა ბულოკმა, კიმ კარდაშიანმა, დუეინ ჯონსონმა, ნიკი მინაჟმა, ელენ დეჯენერესმა და დისნეის ანიმაციური სტუდიამაც გადარიცხეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შტატ ტეხასში 25 აგვისტოს, სანაპიროებს ქარიშხალმა ჰარვიმ გადაუარა, წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ კი რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.