"აუუ გიოო გადაგვიღე რაა" ან "მოიცა ეს არ ვარგა, თავიდან" - ალბათ მსგავსი ფრაზები, მთაში, ზღვასა თუ ქალაქში ხშირად გსმენიათ, ან სულაც შესაძლოა თავადვე იყოთ მათი ავტორი.

ინსტაგრამზე, გვერდი Boyfriends Of Instagram იდეალური კადრების საიდუმლოს ამხელს და როგორც აღმოჩნდა გოგოების გლამურული და მოდური ფოტოების მიღმა, ხშირად მათი შეყვარებულები დგანან, რომლებიც ხანგრძლივი და დამღლელი პრაქტიკის პირობებში, უკვე გადაღების ნამდვილი პროფესიონალები არიან.

ფოტო: Boyfriends of Instagram

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ყველა შეყვარებულ ბიჭს მადლობა გადავუხადოთ და დავუფასოთ მუხლჩაუხრელი შრომა და ხშირ შემთხვევაში ნერვების წყვეტა საუკეთესო რაკურსის აღმოჩენამდე.