კახა კალაძე მერიის შშმ პირთა პროგრამების ყოფილი კოორდინატორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს
თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის შშმ პირთა პროგრამების ყოფილი კოორდინატორის, გიგა სოფრომაძის გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა.
კალაძის თქმით, სოფრომაძე პოლიტიკური ნიშნით არ განთავისუფლებულა.
"ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, ის იყო ხელშეკრულებით. ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე და დღეს ყველა პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი იქ მუშაობის აუცილებლობა არც იყო. ხელშეკრულება დასრულებულია და ახლის გაგრძელების საჭიროება არ იყო დღის წესრიგში.
ჩვენ არავინ არ შეგვიზღუდავს, უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, აქციებზეც დადიოდა, ძალიან ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და შეფასებებს, რა ვიცი, ამის ნათელი მაგალითი, თუნდაც ავიღოთ გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც იყო ჩვენი თანამშრომელი. ჩვენ თუ პოლიტიკურად ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ მასაც გავათავისუფლებდით, არ გვქონია ასეთი მიდგომა", — თქვა მან.
აქვე კახა კალაძემ გააკრიტიკა "საჯარო სამსახურების ზოგიერთი თანამშრომელი" კოლექტიური/საჯარო სამსახურების სახელით გაკეთებული განცხადებების და მისი თქმით, კოლეგების ბულინგის გამო:
"თუმცა რაც გააკეთა საჯარო სამსახურის ზოგიერთმა თანამშრომელმა, იყო მძიმე. შენ შეგიძლია, როგორც საკუთარი სახელით, ნებისმიერი მოსაზრება გამოხატო, მაგრამ როდესაც ამას აკეთებ კოლექტიურად, საჯარო სამსახურის სახელით, აბულინგებ თანამშრომლებს და ამის მტკიცებულებები არის, რომ აყენებ შეურაცხყოფას… ეს ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია", — განაცხადა კალაძემ.
გიგა სოფრომაძემ, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოსტზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მან გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთაგანაც ირკვევა, რომ სოფრომაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კახა კალაძეს საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიმართა. მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარაა, რადგან ჯანდაცვის ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი.
გიგა სოფრომაძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, თავისი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ გამოხატა და შეუერთდა საჯარო მოხელეების საპროტესტო გამოსვლებსაც. სოფრომაძე ოცნებას რუსული კანონის პერიოდშიც აკრიტიკებდა.
-
სტუდიო ლიბერთი და Flitz Collective წარმოგიდგენთ — Moby 2026! სტუდიო ლიბერთი და Flitz Collective წარმოგიდგენთ — Moby 2026!
-
აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია
გადახედვა
-
გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ
გადახედვა
-
AI ფსიქოზი: როგორ კარგავენ ადამიანები რეალობას ჩატბოტებთან საუბრით AI ფსიქოზი: როგორ კარგავენ ადამიანები რეალობას ჩატბოტებთან საუბრით
გადახედვა
-
გიორგი სანიკიძე: ირანული მხარე "გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს გიორგი სანიკიძე: ირანული მხარე "გვაზეიმებს“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას და ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს
გადახედვა
-
რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას? რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას?
გადახედვა
-
ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ
გადახედვა
-
ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს
გადახედვა
-
დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
გადახედვა
-
"ოცნებამ" ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში თავისი ექსპერტი არ წარადგინა "ოცნებამ" ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში თავისი ექსპერტი არ წარადგინა
გადახედვა
-
NASA-ს მეცნიერის თქმით, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა შეგვიძლია NASA-ს მეცნიერის თქმით, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა შეგვიძლია
გადახედვა
-
LEGO მანდალორელი და გროგუს რამდენიმე ახალ ნაკრებს უშვებს LEGO მანდალორელი და გროგუს რამდენიმე ახალ ნაკრებს უშვებს
გადახედვა
-
ასტრონომებმა კომეტა 3I/ATLAS-ის მიერ გამოყოფილი ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს ასტრონომებმა კომეტა 3I/ATLAS-ის მიერ გამოყოფილი ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს
გადახედვა
-
მუშავდება ჯონ ვიკის ვიდეოთამაში, მთავარ როლში კიანუ რივზით მუშავდება ჯონ ვიკის ვიდეოთამაში, მთავარ როლში კიანუ რივზით
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ცნობილი პერსონაჟი გულისსწორით კროსვორდი: გამოიცანი ცნობილი პერსონაჟი გულისსწორით
გადახედვა
-
ნახეთ: ნიკოლას ქეიჯი ადამიანი-ობობას ალტერნატიულ, შავ-თეთრ ვერსიაში თამაშობს ნახეთ: ნიკოლას ქეიჯი ადამიანი-ობობას ალტერნატიულ, შავ-თეთრ ვერსიაში თამაშობს
გადახედვა
-
თეგეტა აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის — მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა თეგეტა აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის — მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
-
ქართველების გუნდმა ენის "ციფრული მასწავლებელი" შექმნა — გაიცანით Talkpal ქართველების გუნდმა ენის "ციფრული მასწავლებელი" შექმნა — გაიცანით Talkpal
-
მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას
-
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს
გადახედვა
კომენტარები