25 წლის მიანმარელმა კაცმა, თავისი თანამშრომელი, რომელმაც "მოწევა დააწყებინა" მას შემდეგ მოკლა, რაც აღმოაჩინა, რომ სიგარეტის მოწევისგან ყელის კიბო გაუჩნდა.

მუსტაკიმ აჰმადი დელის რესტორანში მზარეულად მუშაობდა. ის უკვე დააპატიმრეს.

როგორც მან პოლიციას განუცხადა, ისეთი გაბრაზებული იყო თავის მსხვერპლზე, პისტოლეტი იყიდა და რამდენიმე კვირა მიზანში სროლაში მეცადინეობდა.

მსხვერპლი, ინაიატი, მკვლელის მსგავსად, 25 წლის იყო და ის ასევე მზარეულად მუშაობდა მუსტაკიმთან ერთად. რესტორნის მფლობელის თქმით, ისინი მეგობრები იყვნენ.

როგორც აღმოჩნდა, ერთად მუშაობის დროს, აჰმადს მისმა თანამშრომელმა სიგარეტი და მარიხუანა გაასინჯა, რის შემდეგაც ის აქტიური მწეველი გახდა. მალე მას ყელის ინფექცია განუვითარდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, კი აღმოაჩინა, რომ ხშირი მოწევისგან ყელში კიბო ჰქონდა გაჩენილი.

მოწევის მიმართ თავის დამოკიდებულებას აჰმადი ინაიატის აბრალებდა. ის სამუშაოს მიმართ გულგრილი გახდა და მალე სამსახური დაკარგა.

იმედგაცრუებული აჰმადი თავის სოფელში დაბრუნდა და სწორედ იქ იყიდა ცეცხლსასროლი იარაღი. გარკვეული დროის შემდეგ კი სამსახურში ინაიატის სანახავად დაბრუნდა. გამოძიების მიხედვით, მათ კამათი დაიწყეს, სწორედ ამ დროს მოკლა აჰმადმა თავისი ყოფილი თანამშრომელი.

პოლიციამ აჰმადი მაშინ დააპატიმრა, როდესაც ის ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა.