მალე ბრიტანული ტელევიზია BBC ახალი სერიალის, A Very English Scandal-ის, გადაღებებს დაიწყებს, რომელშიც მთავარ როლებს ჰიუ გრანტი და ბენ უიშოუ შეასრულებენ.

სერიალის სიუჟეტი ჟურნალისტ ჯონ პრესტონის მიერ აღწერილ რეალურ ამბავს ეფუძნება და ის ბრიტანეთის ლიბერალური პარტიის ლიდერის, ჯერემი ტორპის გარშემო განვითარდება, რომელიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა 1979 წელს ის საკუთარი ყოფილი შეყვარებულის, ნორმან სკოტის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

მიუხედავად იმისა, რომ მას საბოლოოდ, ბრალდებები მოეხსნა, ამ ამბავმა მის პოლიტიკურ კარიერა დაასრულა.

სერიალს რეჟისორი სტივენ ფრირზი გადაიღებს.