პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ცხოველები კლიმატურ ცვლილებებს აღიარებენ. გრიზლი დათვმა ორაგულის ჭამას თავი დაანება და თევზი კენკრით ჩაანაცვლა.

ამ არჩევანში მას სწორედ კლიმატური ცვლილებები დაეხმარა. ტემპერატურის მატების გამო, კენკრა ბევრად ადრე მწიფდება, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა.

დათვები, როგორც წესი, ზაფხულის დასაწყისში ჯერ თევზებს მიირთმევდნენ და კენკრის ჭამას აგვისტოსა და სექტემბერში იწყებდნენ.

ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, დათვები ცხოვრების რეჟიმს იცვლიან. კვლევის მიხედვით, 2014 წელს, დათვები, რომლებიც ორაგულის 75%-ს კლავდნენ, წყალთან საერთოდ არ გამოსულან.

ამ დროს ისინი კენკრას მიირთმევდნენ, რის მოპოვებაშიც მათ არც ისე დიდი ენერგიის დახარჯვა უწევდათ და წონაშიც მალე იმატებდნენ.

დათვების ამ ქცევამ შესაძლოა მთელს ეკოსისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს. მკვლევარების თქმით, ტყეების ნიადაგი იფიტება, რადგან მიწა თევზების ნარჩენებით აღარ მდიდრდება.