საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გამარჯვებული გადაცემა ეთერში არ გავა
საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გამარჯვებული გადაცემა Modem/Art ეთერში არ გავა. გადაცემის ავტორს, თეონა ჯორბენაძის თქმით, მან ამის შესახებ 24 აგვისტოს შეიტყო. ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა:
"არხის მმართველმა გუნდმა კონკურსში გამარჯვებული ავტორები დაგვიბარა შეხვედრაზე, სადაც ყველაზე მთავარი იყო ის, რომ სამოქმედო გეგმა გაგვიზიარეს. ვასილ მაღლაფერიძემ ხელი ჩამოგვართვა, მოგვილოცა გამარჯვება და ბრძანა, რომ კონტრაქტები ჩვენთან და ჩვენს გუნდთან გაფორმდებოდა 1 სექტემბრიდან, ხოლო განახლებული ეთერი დაიწყებოდა 1 იანვარს".
ჯორბენაძის თქმით, ის ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს, ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ამის შემდეგ ის კულტურის ბლოკის ხელმძღვანელს პაატა ქურდაძეს შეხვდა.
მისივე თქმით, პაატა ქურდაძე გადაცემის შინაარსისა და ფორმატის შეცვლაზე ესაუბრებოდა, რაცModem/Art-ის პროდიუსერს გაუკვირდა. ჯორბენაძის თქმით, პაატა ქურდაძე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა. ამის შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ტექნიკური საკითხები გაიარეს და შემდეგი შეხვედრაც დათქვეს.
თეონა ჯორბენაძის თქმით, 24 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით მიიღო ოფიციალური მეილი, სადაც წერია, რომ პროექტი Modem/Art გამარჯვებულთა სიაში არ ყოფილა. წერილში ნათქვამია, რომ განხილვის შედეგად აღმასრულებელმა საბჭომ რეკომენდაცია არ მისცა Modem/Art-ს, ამიტომაც ეს პროექტი ეთერში არ გავიდოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე არის საუკეთესო პროექტების სია და მათ შორის არის Modem/Art. ასევე, არხის ეთერით გავიდა რამდენიმე სიუჟეტი, სადაც საუბარია გამარჯვებული პროექტების სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრასა და ახალი სეზონისთვის მზადებაზე.
On.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა გადაცემის ეთერში არ გასვლა და კულტურის ბლოკის ხელმძღვანელთან, პაატა ქურდაძესთან გადაგვამისამართა. პაატა ქურდაძემ გვითხრა, რომ სოციალურ ქსელში "ჭორაობაზე" კომენტარს არ გააკეთებს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად კონკურსი სამ აპრილს გამოცხადდა. 21 ივნისს საკონკურსო კომისიამ აღმასრულებელ საბჭოსთან საუკეთესო პროექტებს რეკომენდაცია გაუწია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კომისიამ, ასევე, გასცა რეკომენდაცია, რომ წარმოებაში ჩაშვების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით იმუშავებდა პროექტის ავტორებთან ერთად პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფორმატების დახვეწაზე, პროექტების ვიზუალურ მხარესა და დიზაინზე.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები