აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილზე მაშველი-მეხანძრეები მუშაობენ, ასევე, სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენია ჩართული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ On.ge-ს უთხრა, ცეცხლის კერებთან მისვლა რელიეფის გამო გართულებულია. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით დამწვარი ტყის ფართობი ჯერ კიდევ უცნობია:

"აბასთუმნის თავზე არის ცეცხლის ახალი კერა. მაგრამ დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის. მიუვალი ტყეა, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიაა და გზები იქ პრაქტიკულად არ არის".

მინისტრის თქმით, გამოძახებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც ხანძრის კერებამდე გზას გაიყვანს, რათა სახანძრო მანქანების მისვლა შესაძლებელი გახდეს.

აბასთუმნის ტყეში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.