კიტ ჰარინგტონი ანუ ჯონ სნოუ მაყურებლის წინაშე ახალი როლით წარდგება.

BBC-ის ახალი დრამა დენთი (gunpowder) გაი ფოქსისა და მისი თანამზრახველების მიერ მეფე ჯეიმს I-ის მკვლელობისა და ბრიტანეთის ლორდთა პალატის აფეთქების გეგმის შესახებ მოგვითხრობს.

ჰარინგტონი სერიალში ვარვაიკშირელი რობერტ კეტსბის როლს შეასრულებს. კეტსბი ფოქსის ერთ-ერთი მთავარი თანამზრახველი იყო.

სერიალის გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა BBC-ის ცნობით, დენთს შემოდგომაზე ვიხილავთ. სერიალი ეთერში ბრიტანული ფორმატით, ანუ 3 სერიიანი ლიმიტირებული სეზონით გაეშვება.