სირიაში პანკისიდან წასული ლევან ტოხოშვილი, მისი ცოლი და ოთხი შვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

თავდაპირველად, ტოხოშვილის, მისი ცოლისა და შვილების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პანკისის სათემო რადიო WAY-მ გაავრცელა. რადიოს ინფორმაციით, ოჯახს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სირიიდან დღეს, 28 აგვისტოს დილით შეატყობინეს.

რადიო გარდაცვლილთა ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტოხოშვილი ოჯახის წევრებთან ერთად დაბომბვაში მოყვა.