VMA-ის დაჯილდოებაზე ჯარედ ლეტომ ჩესტერ ბენინგტონი ემოციურად გაიხსენა
გუშინ, 27 აგვისტოს MTV Video Music Award-ის დაჯილდოება გაიმართა.
მოგეხსენებათ, ხელოვანების სამყაროში ყოველი გამოჩენილი და მნიშვნელოვანი ხელოვანის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა. ისინი ხშირად იხსენებენ გარდაცვლილ კოლეგებს და მათი სახელის უკვდავსაყოფად სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არც ერთ დაჯილდოებას არ ჩაუვლია ისე, რომ რომელიმე გამოჩენილი ხელოვანისთვის პატივი არ მიეგოთ.
სულ ცოტა ხნის წინ მუსიკალურ სამყაროს კიდევ ერთი ცნობილი მომღერალი და სოლისტი ჩესტერ ბენინგტონი დააკლდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე, ბენინგტონის საუკეთესო მეგობარმა, კრის კორნელმაც თავი მოიკლა.
VMA-ზე ამ ორი დიდებული მუსიკოსის სახელი ოსკაროსანმა მსახიობმა და ჯგუფ 30 Seconds to Mars-ის ვოკალისტმა, ჯარედ ლეტომ გაიხსენა:
"დღეს MTV-იმ მთხოვა, მოვსულიყავი და რამდენიმე სიტყვა მეთქვა ჩესტერისა [ბენინგტონის] და კრის კორნელის შესახებ. ისინი ერთმანეთის უახლოესი მეგობრები იყვნენ. მეტიც, ჩესტერმა კრის კორნელის დაკრძალვაზე კლასიკური ნაწარმოების, Hallelujah-ის საკუთარი ვერსიაც შეასრულა.
იმავე დღეს, აი, რა თქვა ჩესტერმა კრისზე: სიხარული და ტკივილი, ბრაზი და მიტევება, სიყვარული და გულისტკივილი - ერთმანეთში აზელილი ეს ყველაფერი შენი ხმაა".
რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩესტერმაც დაგვტოვა. ის იყო ჩემი მეგობარი, ისევე როგორც თითოეული თქვენგანის. მისი ცხოვრების შემყურემ უამრავი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე. განსაკუთრებით ის, რომ ბეჯითად უნდა ვიშრომოთ, მივყვეთ ჩვენს ოცნებებს და ამ პროცესში, კეთილები და მზრუნველები უნდა ვიყოთ. როდესაც მასზე ვფიქრობ, მის მუდამ მომღიმარ სახეს ვხედავ. ვფიქრობ მის გულზე, რომელსაც ის ხელით დაატარებდა. ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ მოსიყვარულე იყო ის ჩემს, ჩემი ძმისა [ტომოს] და ჩვენი ბენდის მიმართ. ვფიქრობ მის ცოლსა და ექვს არაჩვეულებრივ შვილზე. ვფიქრობ მის ოჯახზე. ვფიქრობ მისი ჯგუფის წევრებზე, რომლებიც ნამდვილი ძმები იყვნენ მისთვის. მახსოვს მისი ხმა - ერთდროულად მრისხანე და ტკბილი, რომელიც სამუდამოდ ცოცხალი იქნება.
თუკი დღეს მიყურებთ ვინმე, ვინც თავს მარტოსულად და უიმედოდ გრძნობთ, გთხოვთ მომისმინოთ. თქვენ არ ხართ მარტო! ყოველთვის არსებობს გამოსავალი, რისთვისაც თქვენი ფიქრების გაზიარებაა საჭირო. არ დანებდეთ და მე გპირდებით, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი დაბრკოლებები ბნელი დღეების უკან დარჩება", თქვა ჯარედ ლეტომ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული როკ ჯგუფის ლინკინ პარკის (Linkin Park) ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები