ისტორიულ ბრძოლაში ფლოიდ მეივეზერმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა
ცოტა ხნის წინ დასრულდა ისტორიული ორთაბრძოლა კრივში ფლოიდ მეივეზერსა და კონორ მაკგრეგორს შორის, რომელშიც მეივეზერმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.
ბრძოლა მეათე რაუნდამდე გაგრძელდა, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში უპირატესობას ამერიკელი მებრძოლი ფლობდა. საბოლოოდ, მეივეზერმა ირლანდიელ სპორტსმენს რამდენიმეჯერ მძიმედ დაარტყა, მაკგრეგორი კი თავს ვერაფრით იცავდა. ამის გამო, მსაჯმა სპორტსმენის ჯანმრთელობის მოფრთხილების მიზნით ბრძოლა შეაჩერა, რაც ავტომატურად მეივეზერის გამარჯვებას ნიშნავდა. აღსანიშნავია, რომ მეცხრე რაუნდისთვის მათ შორის ქულათა სხვაობა მინიმალური იყო და მაკგრეგორი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა (10:9).
ჩხუბის დასრულების შემდეგ, მეივეზერმა მაკგრეგორის გამძლეობა შეაქო და მისი პატივისცემა დაუდასტურა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მას ირლანდიელი სპორტსმენის დამარცხება უფრო ადრეც შეეძლო.
კონორ მაკგრეგორმა მეივეზერს გამარჯვება მიულოცა, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია.
"სრულიად საღ გონებაზე ვარ, არაფერი მიჭირდა... მე არ წავქცეულვარ, გონება არ დამიკარგავს და არც აზროვნება გამჭირვებია. მაცადე, რომ დავეცე, ეს ხომ ჩემი ბრძოლაა? მეივეზერი უფრო მობილიზებული აღმოჩნდა და ის იმსახურებდა ამ გამარჯვებას. " - თქვა კონორ მაკგრეგორმა.
თავიდან ბრძოლა თანაბრად მიმდინარეობდა. კონორ მაკგრეგორი სწრაფად უტევდა მეივეზერს, რომელიც საპასუხო დარტყმებითაც პასუხობდა. მეოთხე რაუნდის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და მაკგრეგორზე სრული კონტროლი მეივეზერმა მოიპოვა.
ეს გამარჯვება ფლოიდ მეივეზერისთვის საიუბილეო, 50-ე გამარჯვება იყო. ის კრივის ისტორიაში დარჩა მებრძოლად, რომელსაც არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, ლონ ანჯელესში, T-mobile Arena-ზე გაიმართა. მეივეზერი ჩხუბში მაკგრეგორმა გამოიწვია, რაც უამრავი ადამიანისთვის სენსაცია იყო. მაკგრეგორისთვის მოკრივის რანგში პირველი პროფესიონალური შეხვედრა იყო, აქამდე ის MMA-სა და UFC-ს სახეობაში ასპარეზობდა.
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
კომენტარები