თოჯინების თეატრის თანამშრომლები: გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს სამხატვრო ხელმძღვანელი
გრიგოლ მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყველა თანამშრომელი გაუგებრად მიიჩნევს, თუ რატომ დადგა მათი ხელმძღვანელის შეცვლის აუცილებლობა. მათი თქმით, ისინი ემხრობიან მოქმედი ხელმძღვანელის დარჩენას. ამ შინაარსის წერილით თეატრის თანამშრომლებმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს მიმართეს.
"იმ ფონზე, როცა თეატრების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ იცვლება მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი, სრულიად გაუგებარი ხდება რატომ გაჩნდა ეს საჭიროება სწორედ იმ თეატრში, რომელმაც უმოკლეს დროსა და ურთულეს პირობებში რევოლუციური მასშტაბითა და სულისკვეთებით დაძრა ადგილიდან გაყინული სათეატრო პროცესი, გადაახალისა ზოგადი პოლიტიკა, განაახლა რეპერტუარი, ბოლომდე გაიაზრა თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დაუახლოვდა მაყურებელს", - აღნიშნავენ თანამშრომლები.
მათ იმედი აქვთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნების პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე და შედეგები არ გააჩენს კითხვებს რომელიმე მხარისათვის.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თეატრის თანამშრომლები აუცილებლად გადავდგამთ საპასუხო, ქმედით ნაბიჯს", - ვკითხულობთ წერილში.
საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა On.ge-ს განუცხადა, რომ წერილის შინაარსს არ იცნობს, თუმცა განმარტავს:
"თოჯინების თეატრი გამონაკლისი არ არის რომლის სამხატვრო ხელმძღვანელსაც უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება. ასეთი სამინისტროს მმართველობის სისტემაში შემავალი 23 თეატრია. კონკურსი 11 ივლისს გამოცხადდა, პირობები კი ღია და გამჭვირვალე იყო. კანდიდატურებს სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო განიხილავს, რომლებიც თავიანთ რეკომენდაციას მინისტრს წარუდგენენ".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები