EMC რკინიგზელების დაკავებისას პოლიციის ძალის სავარაუდო გადამეტების გამოძიებას ითხოვს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 24 აგვისტოს რკინიგზელთა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას გამოეხმაურა.
EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით:
"მოშიმშილეების მხრიდან ადმინისტრაციის შენობაში შესვლის ინიციატივას პოლიციის ინტენსიური წინააღმდეგობა მოჰყვა, რის დროსაც აქციის 3 მონაწილე დააკავეს. დაკავებული პირები პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში რკინიგზის ადმინისტრაციის შენობაში ჰყავდა მოთავსებული".
ორგანიზაციის თქმით, დაკავებული პირების დასაცავად აქციის მონაწილეებმა პოლიციას "მშვიდობიანი წინააღმდეგობა გაუწიეს", პოლიციის მანქანებს წინ გადაუდგნენ, რასაც პოლიციის "აგრესიული" საპასუხო რეაგირება მოჰყვა:
"პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილებისა და გონივრული დროის მიცემის გარეშე, დაიწყო გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება და შეკრების მონაწილეების გზიდან გადაყვანა უხეში და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებით".
EMC-ის თქმით, დაკავებულების გაყვანის შემდეგ, მიმდებარე ქუჩაზე პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფისა და უხეში საპოლიციო ძალის გამოყენებით შეკრების მონაწილეების დაკავება დაიწყო:
"პოლიციამ დამატებით 7 აქტივისტი დააკავა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა აქციის ორი მონაწილე, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაპირისპირების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ".
EMC მიიჩნევს, რომ რკინიგზელების ათდღიანი პროტესტის განმავლობაში, პოლიციის ქმედებები მიმართული იყო დასაქმებულთა წინააღმდეგობის დასუსტებისკენ, რაც დამსაქმებელი საწარმოს ინტერესების მიმართ ლოიალობაზე მიუთითებს:
"შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას პოლიციის ქცევის ანალიზი აჩვენებს, რომ ამ დრომდე პრობლემურია პოლიციის მიერ მოქალაქეებთან სათანადო კომუნიკაციისა და შეკრების თავისუფლების მაღალი სტანდარტით დაცვის საკითხი".
24 აგვისტოს საღამოს გამართულ აქციაზე, მოშიმშილეებმა გადაწყვიტეს შენობაში შესვლა და შიმშილობის ფოიეში გაგრძელება. ამის მიზეზი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოშიმშილეებს რკინიგზის ცენტრალური ოფისის მიმდებარედ არ მიეცათ კარვების გაშლის ნებართვა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით, მათ მოთხოვნებს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიასა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები