აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი, მეჰმან ალიევი დააკავეს
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი დააკავეს. მას გადასახადების გადახდისგან თავის არიდებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ალიევს სახაზინო ადვოკატის მომსახურება შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა და თქვა, რომ მას ჰყავს დამცველი.
სააგენტო Turan-მა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მეჰმან ალიევის დაკავების გამო სააგენტოს საბანკო ანგარიშები დაბლოკილია და ისინი იძულებულნი ხდებიან, პირველი სექტემბრიდან შეწყვიტონ მუშაობა:
"მსგავს სიტუაციაში სააგენტოს ნორმალური ფუნქციონირება საკმაოდ რთული ხდება. სიტუაციიდან გამომდინარე, Turan-ის კოლექტივი იძულებულია პირველი სექტემბრიდან გაურკვეველი ვადით მუშაობა შეწყვიტოს. უახლოეს პერიოდში, ჩვენი ვებგვერდის მუშაობას საკუთარი რესურსებისა და ენთუზიაზმის ხარჯზე უზრუნველყოფთ. საინფორმაციო გამოშვებები შეზღუდული რაოდენობით იქნება".
ჟურნალისტების საერთაშორისო კომიტეტმა (CPJ) Turan-ს აზერბაიჯანში ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება უწოდა და ხელისუფლებას მისი თანამშრომლების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა. Human Rights Watch-მაც მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობას, სააგენტოს მუშაობაში ჩარევა შეწყვიტოს.
საინფორმაციო სააგენტო Turan აზერბაიჯანში 1990 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია რეპორტიორი საზღვრების გარეშეს მიერ შედგენილი რეიტინგით, მედიათავისუფლების მხრივ, აზერბაიჯანი 162-ე ადგილს იკავებს.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები