საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, — ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით და ჩვენი მოწოდება მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების პატივისცემაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებასა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს.