დაახლოებით ათამდე გაიზარდა იმ აქტივისტების რაოდენობა, რომლებიც თბილისში, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის გამოცემის ჟურნალისტიც.

საქართველოს რკინიგზასთან უკვე რამდენიმე საათია ხმაურია. რკინიგზაში დასაქმებულები, სტუდენტები და პროფკავშირების წარმომადგენლები აპროტესტებენ რკინიგზის მენეჯმენტის ქმედებებს. მათი ნაწილი უკვე ათი დღეა შიმშილობს.

24 აგვისტოს საღამოს გამართულ აქციაზე, მოშიმშილეებმა გადაწყვიტეს შენობაში შესვლა და შიმშილობის ფოიეში გაგრძელება. რუსთავი 2-ის ცნობით, ამის მიზეზი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოშიმშილეებს რკინიგზის ცენტრალური ოფისის მიმდებარედ არ მიეცათ კარვების გაშლის ნებართვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით, მოგვიანებით მათ მოთხოვნებს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიასა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა.