ზოოპარკს ახალ ტერიტორიაზე გადასასვლელად საკმარისი ფული არ აქვს
მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 48 ჰექტარი გამოუყვეს, ზოოპარკს არ აქვს საკმარისი თანხა იქ გადასასვლელად.
როგორც ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მზია შარაშიძე On.ge-სთან საუბარში ყვება, ზოოპარკს სტიქიამდეც ჰქონდა სახელმწიფოს მიერ გადაცემული 48 ჰექტარი ფართობის ტერიტორია თბილისის ზღვაზე, რომელიც სტიქიის შემდეგ მერიამ ღობეებით შემოსაზღვრა. თუმცა, ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც იქ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით შენდება, დათვებისა და მგლების ვოლიერებია, რის შემდეგაც ირმებისა და ნიამორების ვოლიერებიც აშენდება.
შარაშიძის თქმით, იმისათვის, რომ ზოოპარკის მთლიანად გადატანა მოხერხდეს, დაახლოებით 40-45 მილიონი ლარია საჭირო. სწორედ ამიტომ, ზოოპარკი ახლაც ეძებს საერთაშორისო დონორებს, რათა მოიპოვოს დაფინანსება და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცხოველებისთვის საკმარისი ვოლიერები აშენდეს:
“რაც შეეხება დატბორვის ზონაში არსებულ ტერიტორიებს, რომლებიც წყალდიდობის შედეგად განადგურდა, იქ ცხოველების ვოლიერები აღარ აგვიშენებია. ყველა ცხოველი არის განთავსებული ზედა ტერიტორიაზე, სადაც წყალი არ ასულა, გარდა დათვებისა და მგლებისა, რადგან ფიზიკურად მათთვის სხვა ადგილი არ გვაქვს. ამიტომ დროებით ძველი ვოლიერები გავასუფთავეთ და იქ გადავიყვანეთ”.
შარაშიძის განმარტებით, სტიქიის შემდეგ ზოოპარკის გზისპირა ტერიტორიაზე განადგურებული ვოლიერების სრული დემონტაჟი განახორციელეს, ადგილი მიწით მოასწორეს და სხვადასხვა მცენარე დარგეს, სამომავლოდ კი რეკრეაციული ზონის გაკეთება იგეგმება.
შარაშიძემ ასევე განაცხადა, რომ სტიქიის შემდეგ თბილისის მერია თავიდანვე ჩაერთო გაწმენდით სამუშაოებში, მოგვიანებით კი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაში. გარდა ამისა, მერიის დახმარებით აშენდა ჰიპოპოტამის ზამთრის ვოლიერიც:
“არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციაში 500 ათას ლარამდე დაიხარჯა, აქიდან 300 იყო ჩვენი, 200 იყო მერიის, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაგვეხმარა. ასევე დაიგო ახალი ასფალტის საფარიც”.
ჩვენს შეკითხვას, ხომ არ ჰქონია ზოოპარკს რომელიმე ბიზნესმენისგან ან კომპანიისგან რაიმე სახის შეთავაზება მის დასაფინანსებლად, შარაშიძემ გვიპასუხა, რომ ასეთი შეთავაზება ზოოპარკისთვის არავის გაუკეთებია და მისი თანამშრომლები თავად ცდილობენ ფინანსების მოძიებას სხვადასხვა დონორებისგან.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარკში, თევზების ქვეწარმავლებისა და ფრინველების ჩათვლით, 1155 ცხოველი ცხოვრობდა, სტიქიის შედეგად კი 281 მათგანი დაიღუპა. დაღუპულ ცხოველებს შორის არიან: თეთრი ვეფხვი, უშურიის ვეფხვი, ზოლებიანი აფთარი, ხალებიანი აფთარი, მელა, დიდყურა მელა, სირაქლემები, ფრინველები, ძირკბილა, იაგუარი, ჰამადრილები, გიბონები, სიამანგები, მწვანე აფთრები, პინგვინები.
მიუხედავად დანაკარგისა, ზოოპარკს 2016 წლის გაზაფხულზე ახალი ბინადრები შეემატნენ. მათ შორის არიან: თუთიყუშები, ალპაკები, პინგვინები, ემუები, გნუები, კენგურუეbი, ცხვრები, ზოლებიანი მანგუსტები, სამხრეთ ამერიკული კოატი, აზავერი და აქლემი.
დღეს, 13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 45 ცხოველი მიიღო. 20 ჰამადრილი (10 ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAP, ჰოლანდია) თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოიყვანეს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები