ბორჯომში მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან ხანძარს, რომლის სრული ლიკვიდაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. პროცესში დასახმარებლად ჩაერთვნენ მეგობარი ქვეყნებიც, რომლებმაც გამოყვეს სხვადასხვა საჭირო ტექნიკა, თუ ადამიანური რესურსი.

ასევე, აუცილებელია, რომ მსხვილი კომპანიები გააქტიურდნენ და ჩაერთონ პროცესებში, რადგან განადგურებულია ტყის დიდი ნაწილი.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, რომ გაერთიანდნენ და ხელთ არსებული ძალებით ერთად დაეხმარონ მეხანძრეებს სტიქიასთან გამკლავებაში და მონაწილეობა მიიღონ შემდგომ ტყის აღდგენაში.

კომპანია სოკარმა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად გამოყო:

  • 45 ტონა ავიასაწვავი
  • 10 ტონა ბენზინი
  • 10 ტონა დიზელი

კომპანია ასევე თავის წვლილს შეიტანს ტყის აღდგენაში და დარგავს ხეებს 2 ჰექტარზე.