ტეილორ სვიფტის ფანებისთვის ცხელი აგვისტო განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო. ჯერ სასამართლოები, შემდეგ ინტერნეტიდან გაქრობა და მზის დაბნელების დღეს გველ-დრაკონების ვიდეოებით დაბრუნება.

თუმცა ეს ნერვიულობა ამად ღირდა - ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა და გავლენიანმა პოპ ვარსკვლავმა ახალი ალბომი დააანონსა.

სვიფტის ფანების არმიას მოცდა 10 ნოემბრამდე მოუწევს, თუმცა იმისთვის, რომ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, ალბათ პირველი ტრეკიც კმარა, რომელიც ხვალ, 24 აგვისტოს, საღამოს გამოვა.

სვიფტმა მისი ალბომის ქავერ ფოტოც გაავრცელა, რომელიც Mert & Marcus-მა გადაიღო. ალბომს Reputation [რეპუტაცია] ერქმევა. როგორც ჩანს პოპის დედოფალი იმიჯსაც იცვლის და გრძელი ტალღოვანი თმებით გვიბრუნდება.

A post shared by Taylor Swift (@taylorswift) on

იმის მიუხედავად, რომ სვიფტის ბოლო ალბომის გამოსვლიდან, 1989, რომელმაც გრემი მიიღო, თითქმის სამი წელი გავიდა, მუსიკოსმა ფანები უყურადღებოდ არ დატოვა. მან 2016 წელს წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა, I Don't Want to Live Forever, დაწერა და თავის ბავშვობის მეგობართან, Zayn-თან, ერთად ჩაწერა. ის ასევე იყო Rihanna-ს მიერ შესრულებული Baby This is What You Come For-ის ტექსტის ავტორი.

იმედი ვიქონიოთ, რომ მოლოდინი ამად ღირს და სვიფტის მეექვსე ალბომიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინა ხუთი.