არასამთავრობოები: განათლების მინისტრის მრჩევლის განცხადება ლგბტ ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებს
არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ლგბტ საქართველო და თემიდა მიიჩნევენ, რომ განათლების მინისტრის მრჩევლის, რამაზ საყვარელიძის მიერ საჯარო ჰომოფობიური განცხადებები ლგბტ ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებს. არასამთავრობოებმა ამ თემაზე განცხადება დღეს, 4 მარტს გაავრცელეს.
2016 წლის 29 თებერვალს პარლამენტში საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს (დაწყებითი საფეხური) განიხილავდნენ, რა დროსაც თამარ სანიკიძის მრჩეველმა რამაზ საყვარელიძემ ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთა და ბისექსუალობა ფსიქოგენურ ანომალიად დაასახელა:
„შემიძლია, არგუმენტები გითხრათ, რატომ არის მიუღებელი ბისექსუალიზმის თემის წამოწევა საზოგადოებასა და ბავშვებში. იმიტომ, რომ ეს [ბისექსუალობა] ფსიქოგენური ანომალიაცაა, რაც უფრო მეტი ლაპარაკი იქნება ამის გარშემო, უფრო მეტი შანსია, რომ ვუბიძგოთ ამ ანომალიისკენ ახალგაზრდობას“.
საყვარელიძის თქმით, დასავლეთს ბევრი რამე ეშლება და მისი გაყოლა სახიფათოა: “დასავლეთს ეშლება და მას ბევრი რამე ეშლება… მოვა დრო და იმ ჰომოფობიური პოზიციის კრიტიკას გადახედავენ, რომელიც ჰქონდათ. დასავლეთზე გაყოლა ამიტომ სახიფათოა ყველა ქვეყნისთვის, თუ ქვეყანამ თავისი თავისთვის არ შეიმუშავა რა პრინციპებზე დგას ის და რა პრინციპებით გააგრძელებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რამაზ საყვარელიძის აღნიშნული განცხადებები ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილს აღვივებს, არღვევს საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ სტანდარტებს და იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განათლების მინისტრის მრჩეველი არ იცნობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნას, რომლის მიხედვით არც ერთი სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ავადმყოფობას.
ორგანიზაციები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან 1990 წლის 17 მაისს ამოიღო, ბისექსუალობა ამ სიაში არასოდეს განიხილებოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ზემოხსენებულ კლასიფიკატორს (ICD) აღიარებენ და იყენებენ მათ შორის ქართველი ჯანდაცვის სპეციალისტები. ზემოხსენებული ცვლილება კლასიფიკატორში შევიდა მრავალწლიანი კვლევის და იმ მეცნიერული დასკვნების საფუძველზე, რომლებიც გვიჩვენებს, რომ არცერთი სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ავადმყოფობას და შესაბამისად არ საჭიროებს მკურნალობას. ფსიქოლოგიური დახმარება ლესბოსელ, ბისექსუალ, გეი და ტრანსგენდერ ადამიანებს არა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო, არამედ ჰომოფობიური/ტრანსფობიური გარემოდან მიღებულ სტრესთან გასამკლავებლად შეიძლება დასჭირდეთ .
"სამწუხაროა, რომ განათლების მინისტრის მრჩეველი ბოროტად იყენებს საკუთარ ავტორიტეტს, ხელმძღვანელობს მცდარი და მეცნიერულ საფუძველს მოკლებული ინფორმაციით და ავრცელებს მას. მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საშიშია ქვეყანაში, სადაც გენდერისა და სექსუალობის თემაზე ადეკვატური ინფორმაცია არ მოიპოვება არც განათლების სისტემაში და არც მედიაში. ინფორმაციული ვაკუუმი ზემოხსენებულ საკითხებზე ასევე აძლიერებს უარყოფით დამოკიდებულებებს ლგბტ ადამიანების მიმართ, რასაც კიდევ უფრო აღვივებს პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების ჰომოფობიური განცხადებები. ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ რამაზ საყვარელიძე, სხვა საჯარო პირების მსგავსად იყენებს ჰომოფობიურ (ამ შემთხვევაში, ბიფობიურ) განწყობებს ანტიდასავლური დამოკიდებულებების გასაძლიერებლად საზოგადოებაში.
საქართველოში ლგბტ ადამიანების უმეტესობა ძალადობის მსხვერპლია საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. კიდევ უფრო მძიმეა ლგბტ მოზარდების შემთხვევაში, რომლებიც სრულიად დაუცველები რჩებიან თანატოლებისა და უფროსების მხრიდან ძალადობის და დისკრიმინაციის პირისპირ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობისა არ აღიარებს ჰომოფობიურ ბულინგს პრობლემად. ამგვარად ცვლილებები განათლების სისტემაში, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემწყნარებლობის და ტოლერანტობის კულტივირებას მისასალმებელია, თუმცა ბატონი საყვარელიძის სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამიდან ჩანს, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა ამ მიმართულებით სამინისტროში არ არსებობს", - აცხადებენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ლგბტ საქართველო და თემიდა.
ორგანიაზციები ცალსახად აცხადებენ, რომ მინისტრის მრჩევლის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება საზოგადოებაში აღვივებს მიუღებლობასა და სიძულვილს ლგბტ ადამიანებისადმი. ამასთან, მის მიერ გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან, და სახელმწიფოს ევროპულ არჩევანთან:
"ნაცვლად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს უწყობდეს საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას ტოლერანიტობისა და პლურალიზმის საკითხებზე, უწყების წარმომადგენლის ამგვარი განცხადებები ქმნის საშიშ პრეცედენტებს".
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:
- დანერგოს პასუხისმგებლობის ქმედითი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საჯარო მოხელეთა მიერ სიძულვილის ენის გამოყენება;
- ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, რათა მათმა ქმედებებმა არ დაამკვიდრონ მიუღებლობა და სიძულვილი ლგბტ პირთა მიმართ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები