საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ტყეში მიმდინარე ხანძარს მძიმედ აფასებს:

"მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. რა თქმა უნდა, დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს. შეიძლება შევქმნათ ფონდი... ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ამ ხანძრამდე იყო. დიდი მოცულობით ფართობი დაიწვა, ჩვენ ამ სტიქიას ბოლომდე დავამარცხებთ და აღვადგენთ ტყე-პარკს".

წაღვერის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა და მას მერე ვერ ჩააქრეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სამუშაოებში ხელს ხანძრის კერებთან მიუდგომელი ადგილები და ქარი უშლიდათ.