გორის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ბოშურში, კახა თინიკაშვილი, სადაც ახლა ხანძარია, On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ადგილზე მაშველები და მოხალისეები ერთად მუშაობენ.

"ხელით ვაკეთებთ სამუშაოებს. ძალიან ცუდი რელიეფია, მაგრამ შედეგი გვაქვს. დაახლოებით ერთ ან ერთ-ნახევარ ჰექტარზეა ცეცხლი. ცოტა ჩავაქრეთ ცეცხლი, მაგრამ ვნახოთ ახლა. მთელი ღამე ვიმუშავებთ, ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან".

როგორც საგანეგო სიტუაციების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ადგილზე ხაძრის ლოკალიზებას ქარი ართულებს და ამ დროისთვის დამატებითი ტექნიკის მობილიზება ხდება.