გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს!

დრაკონები მითიური არსებები არიან, მაგრამ სამეფო კარის თამაშების ყველა მაყურებელმა იცის, რომ ისინი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან და მათ გარეშე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ეს სტატია ყველასთვის სასარგებლო იქნება, როგორც ლანისტერების მომხრეების, ასევე მათი მოწინააღმდეგეებისთვის, რადგან ომსა და ბრძოლაში ნებისმიერი ინფორმაცია გამოსადეგია.

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს დრაკონების შესახებ.

1. დრაკონები ზრდას სიკვდილამდე განაგრძობენ

ფოტო: HBO

გახსოვთ ბადარა დრაგონები? როგორ გაიზარდნენ არა? მაგრამ ჯერ სად ხართ... როგორც ცნობილია, დრაკონები არასოდეს წყვეტენ ზრდას. მაგალითად, აეგონ ტარგარიანის დრაკონი ბალერიონი სიცოცხლის ბოლოს იმდენად დიდი იყო, რომ ერთ ლუკმად მთლიანი მამონტის შეჭმა შეეძლო. ლანისტერებო ძრწოდეთ!

2. ყველაზე ხნიერი დრაკონი 200 წელზე მეტ ასაკში მოკვდა

ფოტო: HBO

ეს რეკორდიც ბალერიონს ეკუთვნის. აეგონ ტარგარიანის მიერ ვესტეროსის დაპყრობის კამპანიის დროს, დრაკონი, დაახლოებით, 125 წლის იყო. მან აეგონის გამეფებიდან კიდევ 94 წელი იცოცხლა.

ბალერიონი ვალირიაში დაიბადა და დრაგონსტოუნზე აენარ ტარგარიანთან და მის ოჯახთან ერთად გადმოსახლდა, ვალირიის დაცემამდე.

აეგონ I-ის მეფობის შემდეგ ბალერიონი კიდევ 2 მონარქს ემსახურებოდა.

3. დრაკონების წარმოშობაზე უამრავი თეორია არსებობს

ფოტო: HBO

არავინ იცის სად და როდის გაჩნდნენ პირველი დრაკონები. ცნობილია, რომ ისინი ესოსში (მეორე კონტინეტი) გამოჩდნენ პირველად. არსებობს ლეგენდები, რომელთა თანახმადაც ისინი პირველად სამხრეთში ნახეს, ხოლო სხვა ვერსიებით სულაც ჩრდილოელები არიან.

ერთ-ერთი ვერსიით დრაკონები ბნელეთის ქვეყნიდან არიან, აშაის იდუმალი ქალაქზე კიდევ უფრო შორეული მხარედან. ერთი თეორიით, ისინი იმდენად ძველმა ტომებმა მოიყვანეს, რომ მათი სახელიც კი არავის ახსოვს.

ქარტში, ესოსის ერთ-ერთ თავისუფალ ქალაქში, არსებობს მითი, რომ დრაკონები მეორე მთვარიდან წარმოიქმნენ, რომელიც მზის მცხუნვარების გამო შუაზე გაიპო და მილიონობით დრაკონი შვა. ხოლო ერთ-ერთ არქმეისტერს სჯეროდა, რომ დრაკონები შავი მაგიის წარმომადგენლებმა ვივერნებისგან (დრაკონებისგან, რომლებიც ცეცხლს არ აფრქვევენ) შექმნეს.

ადამიანები დღემდე ყვებიან ამბებს, რომ შორეულ ქვეყნებში დრაკონები ნახეს, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია არც ესოსში და არც ვერსტეროში არ აქვთ.

4. არსებობს თეორია, რომ დრაკონები მხოლოდ ვალირიული წარმოშობის ადამიანებს აძლევენ მათზე ამხედრების უფლებას

ფოტო: HBO

მეისტერებს სჯერათ, რომ დრაკონები ადამიანებივით ჭკვიანები არიან და თვითონ საზღვრავენ ვის აქვს მათზე ამხედრებისა და ფრენის უფლება და ვის - არა.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ამ არსებებზე დაჯდომა მხოლოდ ვალირიული სისხლის მქონე ადამიანებს შეუძლიათ.

5. დრაკონებს, სავარაუდოდ, სქესის შეცვლა შეუძლიათ

ფოტო: HBO

დრაკონებს რთული ანატომია აქვთ და ამ კუთხით მეისტერებს დიდი ცოდნა არ გააჩნიათ. არ ვიცით, როგორ ახერხებენ რეპროდუქციას, გარდა იმისა, რომ ისინი ფარფლებიან კვერცხებს დებენ და იჩეკებიან.

ზოგ მეისტერს, მაგალითად, ეიმონ ტარგარიანს, სჯეროდა, რომ დრაკონებს, საჭიროებისამებრ, სქესის შესვლა შეუძლიათ. თუ ნახავთ, რომ დრაკონი კვერცხს დებს, ნუ იფიქრებთ, რომ ის მდედრია, რადგან, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს სქესი.

6. დრაკონების მოკვლა შეიძლება

ფოტო: HBO

ეს ინფორმაცია ახალი არ არის. მაგრამ დრაკონების მოკვლის ისტორია საინტერესოა. მაგალითად, ცნობილია, რომ ვალირიასა და რონიარს შორის მომხდარი ომის დროს, რომელიც სუნელების მეორე ომად არის ცნობილი, პრინცმა გარინმა და მისმა თანამებრძოლებმა სამი დრაკონი მოკლეს, ამისთვის კი წყლის ჯადოქრები გამოიყენეს. თუმცა, ამის შემდეგ, ვალირიელებმა გარინს 300 დრაკონით შეუტიეს და საბოლოოდ დაამარცხეს.

დრაკონი დორნელებსაც ჰყავთ მოკლული. აეგონის დაპყრობითი კამპანიის დროს, სამხრეთელებმა შეტევებს გაუძლეს და ის კი არა, აეგონის დის რაენისის დრაკონი მერაქსესი სკორპიონით მოკლეს - ისარი პირდაპირ თვალში გაარჭეს.

7. ლეგენდის მიხედვით არსებობენ ყინულის დრაკონებიც

ფოტო: HBO

ყინულის დრაკონს, სავარაუდოდ, მალე ვიხილავთ. თუმცა ეს სხვა სახის დრაკონია. არსებობს მითი, რომ ყინულის დრაკონები ცალკე სახეობაა, რომელიც ვალირიულ დრაკონებზე დიდი ზომის არიან.

ისინი არავის უნახავს, მაგრამ ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ყინულის დრაკონი ჩრდილოეთის კედელშია გამომწყვდეული და თუ ის ოდესმე დაინგრევა, ეს დრაკონიც გათავისუფლდება.

8. ვალირიელებმა დრაკონების კონტროლი ისწავლეს

ფოტო: Fantasy Flight Games

ვალირია ისტორიაში უდიდესი იმპერია იყო, რომელმაც ამ წარმატებას მხოლოდ იმით კი არ მიაღიწია, რომ დრაკონები ჰყავდათ, არამედ იმიტომ რომ მათი კონტროლი შეეძლოთ. დრაკონები ჯიუტი და მაღალი ინტელექტის მქონე არსებები არიან და მათი დამორჩილება ძალიან რთულია.

ამბობენ, რომ ვალირიელები დრაკონებს ჯადოსნური შელოცვებით აკონტროლებდნენ და ამისთვის ჯადოსნურ საყვირებს იყენებდნენ. სამეფო კარის თამაშების წიგნებში, ეურონ გრეიჯოი ამტიკცებს, რომ მან შეძლო და ასეთი საყვირი იპოვა. ეს თუ მართალია და ეურონი ამ ნივთს სერიალშიც გამოაჩენს, მაშინ სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.