ბორჯომის რაიონში, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციები ეხებათ: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირებს, ხანდაზმულებს, ბავშვებსა და ორსულებს. ასევე, მწეველებსა და მეხანძრეებს.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში:

  • ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე;
  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში;
  • შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;
  • უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა;
  • რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, გამოიყენეთ რესპირატორი;
  • დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.