2004 წელს, კანადელმა ფერმერმა მერი გრემსმა თავისი ნიშნობის ბეჭედი დაკარგა, უშედეგო ძებნის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ მას ვეღარასდროს ნახავდა.

ასეც იყო, მანამ, სანამ 13 წელი არ გავიდა და მერის ბაღჩაში სტაფილო არ ამოვიდა.

ბეჭედი დეფორმირებულ სტაფილოზე მჭიდროდ იყო შემოხვეული.

84 წლის მერი იხსენებს, რომ ბეჭდის დაკარგვის გამო ხშირად ტიროდა. ის მის ქმარს დედისგან გადაეცა მემკვიდრეობით, ხოლო მერის 1951 წელს აჩუქეს და ამის შემდეგ, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ატარა. ის ამბობს, რომ დაკარგვის შესახებაც არავისთვის უთქვამს:

"მხოლოდ ჩემს შვილს ვუთხარი, ქმრისთვის არ მითქვამს. წავედი მაღაზიაში და მისი მსგავსი დაბალ ფასად შევიძინე".

მერის თქმით, მისი ქმარი 5 წლის წინ გარდაიცვალა და ბეჭედზე არასდროს არაფერი გაუგია.

საიდუმლო ასეც დარჩებოდა, რომ არა მერის რძალი, რომელმაც ბეჭედი სტაფილოების ამოთხრისას იპოვა.

როგორც აღმოჩნდა, მერის თავისი ბეჭედი ახლაც ეტევა თითზე.