ფოლკსვაგენის ახალი თაობის ელექტრო მიკროავტობუსი 2022 წელს გამოვა
ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ჰიპების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მანქანა ფოლკსვაგენის მიკროავტობუსია. მისი წარმოება გერმანულმა კომპანიამ 2013 წელს შეწყვიტა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ფოლკსვაგენი, ჰიპების საყვარელი მიკროავტობუსისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას აპირებს.
გერმანულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ელექტრო მანქანების წარმოებაში აქტიურად ჩაერთოს და 2022 წლისთვის I.D Buzz-ის პრეზენტაცია დააანონსა. ცოტა ხნის წინ, 2017 წლის იანვარში, კომპანიამ მანქანის სავარაუდო დიზაინი გაასაჯაროვა, თუმცა მაშინ დეტალები არ გაუხმაურებიათ.
დადგა დღე, როცა ფოლკსვაგენმა ახალი თაობის მიკროავტობუსის მახასიათებლების შესახებ ღიად დაიწყო საუბარი. პირველ რიგში გაირკვა, რომ I.D Buzz-ი ბაზარზე 2022 წლისთვის გამოჩნდება.
ფოლკსვაგენის ახალი მანქანა მთლიანად ელექტრო იქნება და ის ჰიბრიდების კატეგორიას არ განეკუთვნება. ახალი თაობის მიკროავტობუსს 369 ცხენის ძალა ექნება. მანქანა, სრული დატენვის შემდეგ, 500 კილომეტრის გავლას შეძლებს, ხოლო როცა მისი ენერგია ამოიწურება, ფოლკსვაგენის სწრაფი დატენვის სისტემის წყალობით, ნახევარ საათში, 80%-მდე დაიტენება.
ელემენტები მანქანის იატაკის ქვეშ იქნება დაყენებული. როგორც კომპანია ამბობს, ამგვარი მიდგომა დაეხმარებათ, რომ მანქანა უფრო კომპაქტური იყოს და მეტი ადამიანი, სკამი თუ სხვადასხვა ნივთები დაიტიოს. მათი გათვლებით, მანქანაში არსებული სივრცე უფრო მეტი იქნება, ვიდრე მიკროავტობუსების წინა, რეტრო ვერსიებს ჰქონდათ.
მანქანა ნახევრად ავტომატური დაქოქვის სისტემით იქნება აღჭურვილი. ამასთან, მანქანაში ინტეგრირებული იქნება მესამე დონის ავტომატური მართვის შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლის საჭიროება ჯერ კიდევ იარსებებს, თუმცა მანქანას ავტომატურადაც შეეძლება მანევრების გაკეთება. ეს სისტემა ამცირებს ავარიებისა თუ სხვა საგზაო დაბრკოლებების შანსს.
I.D Buzz-თან ერთად, გამოვა სადისტრიბუციოდ განკუთვნილი მიკროავსტობუსიც, რომელიც კომპანიებმა სხვადასხვა ტვირთებისა თუ პროდუქტების გადასატანად შეიძლება გამოიყენონ.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ფოლკსვაგენი 2025 წლისთვის მთლიანად ავტომატური მართვის სისტემით აღჭურვილი მანქანის გამოშვებასაც გეგმავს.
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები