თბილისში, დიღმის მასივის მეორე კვარტალში ცეცხლი გაჩნდა. ხუთი ათას კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე ბალახი დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელმა On.ge-ს უთხრა, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მისივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო დახმარების ორმა ჯგუფმა იმუშავა.