ორშაბათს, კრუიზზე მოგზაურები ბონი ტაილერის ჰიტს, Total Eclipse of the Heart მოისმენენ, რომელსაც მომღერალი მზის სრული დაბნელებისას შეასრულებს.

გემი ფლორიდას კვირას დატოვებს. ის კარიბის ზღვის გავლით სინტ-მარტენისკენ გაცურავს ორშაბათს, როდესაც მთვარე მზის წინ ჩაივლის. მზის სრული დაბნელება ზღვის ძალიან ვიწრო არეალში იქნება ხილული, ამიტომ გემი ზუსტად გაჰყვება დაბნელების ტრაექტორიას.

1983 წელს Total Eclipse of the Heart ოთხი კვირის განმავლობაში იყო Billboard-ის ჩარტებში.

იხილეთ სრული ინფორმაცია მზის სრულ დაბნელებაზე.

ეს კი ბონი ტაილერის ცნობილი სიმღერა: