19 აგვისტოს Boom Boom Beach წარმოგიდგენთ: Dj Masda (Cabaret Recordings / JPN) - იაპონელი დიჯეი და პროდიუსერია. მისი დაარსებულია ცნობილი ლეიბლი Cabaret Recordings. 90-იან წლებში არტისტმა ვინილების შეგროვება დაიწყო, შემდეგ კი დიჯეინგი სცადა და ჰაუსითა და ტექნოთი დაინტერესდა.

მისი შეუდარებელი სელექცია და მიქსინგის სქილები მსოფლიო საკლუბო სცენაზე ერთერთი ყველაზე გამორჩეულია. DJ MASDA-ს სეტებში მოისმენთ როგორ უახლეს, ისე ძველ და კარგად ნაცნობ ტრეკებს.

იაპონიაში, ტოკიოში Cabaret და Middle of NowHere ივენთების ფარგლებში მისი მოწვევით Daniel Bell, Binh, Nicolas Lutz, Vera და Eli Verveine უკრავდნენ. დაუღალავი მუშაობის დამსახურებით DJ MASDA იაპონური ანდერგრაუნდ კულტურის ერთერთ ყველაზე გამორჩეული და წარმატებულ ფიგურად იქცა.

Cabaret Recordings არტისტმა So Inagawa-სთან ერთად დააარსა და ტექნოსა და ჰაუსის შემსრულებელი არტისტები გააერთიანა. DJ MASDA-ს მუსიკას მშობლიური იაპონური ანდერგარაუნდის გარდა ევროპაშიც აღიარებენ.

⎊ Evan Baggs (Cabaret Recordings / NYC) - ნიუ-იორკელმა არტისტმა სახელი ტრეკების იდეალური სელექციითა და მიქსინგის ტექნიკით გაითქვა. Evan Baggs-ს ბოლო წლების განმავლობაში დეითები მსოფლიოს გარშემო ჰქონდა - დაწყებული შეერთებული შტატებიდან, ბრაზილიით, თუ ჩინეთით დამთავრებული.

მისი სეტები ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა გამოირჩევა და საერთაშორისო დონის დიჯეებისა და პროდიუსერების მოწონებას იმსახურებს - Evan Baggs საკლუბო სცენის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

ივენთი 23:00 საათზე იწყება. ბილეთების შეძენას კარზე 20 ლარად შეძლებთ.