13 ივნისის სტიქიიდან 1 წლის შემდეგ თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 45 ცხოველი მიიღო.

20 ჰამადრილი (10 ანტვერპენის ზოოპარკიდან, ბელგია, 5-5 Beekse Bergen-ისა და ამერსფორტის ზოოპარკებიდან, ჰოლანდია), 24 დეგუ და 1 ინდური მაჩვზღარბა (AAP, ჰოლანდია) თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდნენ. მათი ვოლიერები უკვე მზადაა.

თბილისის ზოოპარკისთვის ეს ევროპის ზოოპარკების ნაჩუქარი ცხოველების მესამე ნაკადია.

დღეს თბილისის ზოოპარკში სტუმრობა ყველასთვის უფასოა, საღამოს 8 საათამდე ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისის ზოოპარკის 281 ცხოველი დაიღუპა.