ლეიბორისტული პარტიის წევრებს საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომათა პოლიციელებსამართალდამცველებმა დაატოვებინეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დარბაზიდან გაძევებამდე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა და პარტიის სხვა წევრებმა სემეკის დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყეს. ისინი ამბობდნენ, რომ კომისიას სხდომის განახლების საშუალებას არ მისცემდნენ.

დღეს, სემეკმა თელასის მიერ მიწოდებული სატარიფო განაცხადის გადახედვას კენჭი უყარა. კომისიამ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაიწყებას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრამდე, სემეკის სხდომაზე ლეიბორისტული პარტია მივიდა, რის შემდეგაც სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა.

ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც საქართველოში მოქმედებს 31 დეკემბრამდეა ძალაში, ამიტომ სემეკმა ახალი ტარიფი უნდა განსაზღვროს. კომისიაში წარდგენილი ყოველწლიური სატარიფო განაცხადით თელასი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს. შესაბამისი განცხადება კომპანიამ 16 აგვისტოს შეიტანა.