დღეს, 17 აგვისტოს, ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, აიღო. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

"ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის მონაწილეები ISIS-ის მებრძოლები არიან. მათ შეასრულეს ოპერაცია, რომელიც პასუხია გაერთიანებული ქვეყნების მიმართ" - წერია ტერორისტების განცხადებაში.

დღეს, 17 აგვისტოს, ბარსელონაში, ტურისტებით დატვირთულ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებში მიკროავტობუსი შევარდა. ის დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ადამიანებს ეჯახებოდა. მანქანა გაზეთების ჯიხურს შეეჯახა და გაჩერდა, რის შემდეგაც მისი მძღოლი ადგილიდან გაიქცა, ხოლო ორი შეიარაღებული კაცი ბარში შევარდა.

ბოლო ცნობებით, ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია მინიმუმ 50.

ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. სამართალდამცავების ცნობით, მიკროავტობუსი დაქირავებული იყო. მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია და მოქალაქეები ადგილს ვერ ტოვებენ. ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.