ცოტა ხნიწ წინ ცნობილი გახდა, რომ სარაევოს კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმმა, საშიში დედა, გრან პრი მოიპოვა.

საშიში დედა, რომელშიც მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს.

ფილმი 50 წლის ქალის - მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

შეგახსენებთ, რომ ურუშაძის მხატვრული ფილმი რამდენიმე დღის წინ ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულიც გახდა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: