ბარსელონაში, ტურისტების ფეხით მოსიარულე ქუჩაზე, მიკროავტობუსი ხალხში შევარდა. როგორც BBC ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

პოლიცია მოქალაქეებსა და ტურისტებს მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლისკენ მოუწოდებს.

თვითმხილველების თქმით, მოულოდნელად ძალიან ხმამაღალი ხმა გაისმა და ხალხმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებსა და კაფეებს შეაფარა თავი.

მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკეტა მეტრო და მატარებლის სადგურები.

ფოტო: Vil Music / Twitter