შსს-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტი გამოავლინა.

სამართალდამცავებმა ოთხს გაფრთხილება მისცეს, დანარჩენ შემთხვევებში - რეაგირების ოქმი შეადგინეს, ორი შეტყობინების ინიციატორი კი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ შეხვდა.

2017 წლის 15 აგვისტოდან ძალაში შევიდა კანონი ხმაურის შესახებ, რაც განსაზღვრულ პერიოდში ხმაურს კრძალავს. კანონი განსაზღვარვს დღისა და ღამის ხმაურს. დღის საათებად ითვლება 8-დან 23 სთ-მდე, ღამის საათებად - 23-დან 8 სთ-მდე.

კანონის მიხედვით, პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარაიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.