პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, 13 ივნისს, მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს ერთჯერადი კომპენსაციის სახით 100 000 ლარი გადაეცემა, გარდა ამისა, დაენიშნება ყოველთვიური დახმარება 1 000 ლარის ოდენობით. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც მას პარლამენტს წარუდგენენ.

კვირიკაშვილმა დღეს ასევე გაიხსენა 1 წლის წინ მომხდარი წყალდიდობა, რა დროსაც თბილისში 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მაშველი.