ლიბანის პარლამენტმა გააუქმა კანონი, რომელიც გაუპატიურებაში ბრალდებულ მოძალადეს, მსხვერპლთან დაქორწინების შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალთა უფლებადამცველები 522-ე მუხლს წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ და მის გაუქმებას ითხოვდნენ. კამპანიას მხარი დაუჭირა ქალთა გამოწვევების საქმეთა მინისტრმა.

1940 წლიდან არსებული კანონი, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა პირს, რომელიც ქალს გაიტაცებდა ან გააუპატიურებდა და შემდეგ მასზე იქორწინებდა.

გაუპატიურება ლიბანში 7 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, აღნიშნული მუხლი კი მოძალადეებისთვის სასჯელისგან თავის არიდების საუკეთესო გზა იყო.