ავსტრალიის ულტრა-მემარჯვენე პარტიის One Nation-ის ლიდერი პოლინ ჰელსონი პარლამენტში ბურქით მივიდა.

სენატორი 10 წუთის განმავლობაში თავიდან ფეხებამდე დაფარული შავი სამოსით იჯდა, რის შემდეგაც ადგა და განაცხადა, რომ მას სურს მსგავსი ტანსაცმელი საზოგადოებრივ ადგილებში აიკრძალოს. მისი თქმით, ეს ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით უნდა მოხდეს.

"ბევრ ავსტრალიელს უნდა ბურქის აკრძალვა," - განაცხადა დონალდ ტრამპის ღია მხარდამჭერმა და ანტიმუსლიმური პარტიის ლიდერმა პოლინ ჰენსონმა.

ჰენსონის ქმედებამ სხვა სენატორებში აღშფოთება გამოიწვია. სენატის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა მუსლიმმა წარმომადგენელმა, რომელიც ირანში დაიბადა, მას განუცხადა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ოინი ოინებს შორის:

"დაახლოებით, 500 000 ავსტრალიელი მუსლიმი არ იმსახურებს იმას, რომ მიზანში ამოიღონ, არ იმსახურებს მარგინალიზაციას, არ იმსახურებს იმას, რომ დასცინონ, არ იმსახურებს იმას, რომ მათი რწმენა სასოწარკვეთილი პოლიტიკური პარტიების სასოწარკვეთილმა ლიდერებმა ქულების დასაწერად გამოიყენონ."

სახელმწიფო მინისტრმა, ჯორჯ ბრენდისმა ჰენსონის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება რელიგიურ ჯგუფებს ზიანს აყენებს. ბრენდისს მხარი სხვა სენატორებმაც დაუჭირეს.

ბრენდისის თქმით, ჰენსონმა მუსლიმების მიმართ სტიგმის გაძლიერებას შეუწყო ხელი:

"არა, სენატორო ჰენსონ, ჩვენ ბურქას არ ავკრძალავთ."