ჟურნალმა Forbes-მა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და აგვისტოს შუა რიცხვებში 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სია გაასაჯაროვა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ ჯენიფერ ლოურენსი სიის სათავეში ვერ მოექცა და მისი ადგილი ოსკაროსანმა მსახიობმა ემა სტოუნმა დაიკავა, რომელმაც $26 მილიონი გამოიმუშავა, მეორე ადგილს ჯენიფერ ენისტონი იკავებს $25.5 მილიონით, მესამეზე კი, ჯენიფერ ლოურენსია, $24 მილიონით.

სიაში ასევე მოხვდნენ - მელისა მაკკარტნი, ემა უოტსონი, ჯულია რობერტსი და სხვები.

იხილეთ სრული სია:

ემი ადამსი - $11.5 მილიონი.

ჯულია რობერტსი და ქეით ბლანშეტი - $12-12 მილიონი.

ემა უოტსონი და შარლიზ ტერონი - $14-14 მილიონი.

მილა კუნისი - $15.5 მილიონი.

მელისა მაკკარტნი - $18 მილიონი.

ჯენიფერ ლოურენსი - $24 მილიონი.

ჯენიფერ ენისტონი - $25.5 მილიონი.

ემა სტოუნი - $26 მილიონი.