ევრობასკეტის დაწყებამდე 15 დღე დარჩა და მოლოდინი პიკს აღწევს. ვინც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობთ, ალბათ განსაკუთრებულად ემზადებით ამ მნიშვნელოვანი ტურნირის დაწყებისთვის. წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევრობასკეტზე დიდი მოლოდინით მიემგზავრება. გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ, FIBA-ს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნაკრებისგან საუკეთესო შედეგებს ელის.

ევრობასკეტის დაწყებასთან დაკავშირებით, Europebet-მა ახალი კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, კომპანიამ მხარდასაჭერი ვიდეო გამოაქვეყნა.

Europebet-მა ევრობასკეტისთვის სპეციალური გამამხნევებელი სიმღერა ჩაწერა, რომელთან ერთადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმოგზაურა. მოგზაურობისას კომპანიამ ვიდეო რგოლიც მოამზადა, რომელიც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნეს. ვიდეოს ფონად მხარდასაჭერი სიმღერა გასდევს, კადრებში კი ქართული კალათბურთისა და ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ფიგურირებენ. ვიდეოს გადაღება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა. კადრები გადაღებულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ანაკლიაში.

ევროპაბეთის მიერ მომზადებული მხარდასაჭერი ვიდეოს მთავარია სათქმელი ისაა, რომ ამ დიდი გამოწვევისას, ეროვნული ნაკრებისთვის გულშემატკივრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ევროპაბეთი, ტრადიციულად, გვერდში უდგას საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და თავის ფეისბუქის გვერდის საშუალებით თქვენც იმავესკენ მოგიწოდებთ.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები B ჯგუფშია. მისი მეტოქეები ლიტვის, გერმანიის, იტალიის, უკრაინისა და ისრაელის ნაკრებები არიან. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 31 აგვისტოს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფურ ეტაპი კი 6 სექტემბერს, იტალიის ნაკრებთან გასამართი მატჩით დასრულდება.