მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიურ პარკში ოჯახური დასვენების უზარმაზარი სივრცე გაკეთდება. ამის შესახებ კალაძე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს:

"ეს არის აბსოლუტურად მოუვლელი უზარმაზარი ფართობი, რომელიც არამარტო მიმდებარე რაიონების მოსახლეობას, არამედ მთელ თბილისს მოემსახურება. თბილისელებს შეეძლებათ მოვიდნენ ამ პარკში, რომელიც იქნება მოწყობილი მათთვის სასურველი დასვენების შესაბამისად - იქნება ეს სპორტისთვის განკუთვნილი ადგილები, სარბენი თუ ველობილიკები. ასევე, აუცილებელია საპიკნიკე ზონები და სასეირნო სივრცეების მოწყობა".