ყველა ქვეყნის სამზარეულოში მოიძებნება ერთ-ორი კერძი, რომლის მირთმევამდეც აუცილებლად დაფიქრდებით, საერთოდ ღირს თუ არა გაურკვეველი ინგრედიენტებით მომზადებული კერძის ჭამა.

როგორც ჩანს მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი გერმანიაა, რადგან აქ ხშირად შეხვდებით უჩვეულო კერძებს. განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ ღირს თუ არა გარისკვად ამ უცნაურ საჭმელში ფულის გადახდა.

1. აისბაინი

ფოტო: instagram

ეიშბეინი ცოტა არ იყოს უხერხული და გაუგებარი შესახედაობის არის, მაგრამ ნუ იდარდებთ, რეალურად ის სამხრეთ გერმანიაში გავრცელებული კერძია, რომელიც ღორის ბარძაყისა და მოხარშული კარტოფილისგან მზადდება და როგორც ამბობენ გემოც შესანიშნავი აქვს.

2. თეთრი ძეხვი

ტკბილი მდოგვით გაკეთილშობილებული თეთრი ძეხვი და ლუდი, ბავარიული საუზმის ერთ-ერთი შეუფასებელი ნაირსახეობაა. თუ ამ უცნაური ძეხვის ჭამა გინდათ, მისი შიგთავსის გამოწუწვნა მოგიწევთ.

3. ქაშაყის სალათი

ფოტო: instagram

მოხარშული ბოსტნეული ქაშაყის თეთრი ხორცით და ამას დამატებული მაიონეზი, კერძს შეუდარებლად გემრიელს ხდის.

4. ძეხვის სალათი

ის რაც ერთი შეხედვით რომელიმე გემრიელი კერძის ნარჩენებს ჰგავს, სინამდვილეში თავად არის ერთ-ერთი ყველაზე მადის აღმძვრელი სალათი, რომელიც ძეხვის, ყველისა და კიტრის წნილის პატარა ნაჭრებისგან კეთდება.

5. თეთრი სატაცური

ფოტო: instagram

გერმანელებს თეთრი სატაცური ძალიან უყვართ, განსაკუთრებით ბევრს კი მისი სეზონის დადგომისთანავე ჰოლანდიურ სოუსთან, მოხარშულ კარტოფილთან და ძეხვთან ერთად მიირთმევენ.

6. დამწნილებული სოსისი

დიახ, ეს მარილწყალში დამწნილებული სოსისია.

7. ღორის ქონი

ფოტო: instagram

თუ ზედმეტად ცხიმიანი საკვები არ გიყვართ, მაშინ ამ ღორის ქონით დამზადებული სენდვიჩს ჭამასაგან თავი უნდა შეიკავოთ.

8. ყველი მარინადში

ფოტო: instagram.

მჟავე რძით დამზადებული, დამარინადებული ყველი, ხახვსა და კვლიავთან ერთად. იდეალური გამოსავალი მათ გასაჩუმებლად, ვინც ამბობს რომ ყველის სიყვარულით მზად არის ნებისმიერი სახეობა გასინჯოს, თანაც დიდი სიამოვნებით.

9. ყურებიანი უკანალი

ფოტო: instagram

გიჭამიათ ყურებიანი უკანალი? აი გერმანელებს კი უჭამიათ.

10. უმი ღორის ხორცის სენდვიჩი

ეს უმი ღორის ხორცის სენდვიჩია, ერთი შეხედვით გემრიელი ჩანს, მაგრამ მიუხედავად გერმანელების მიმართ დიდი პატივისცემისა, ამ სენდვიჩის ჭამას ნამდვილად არ გირჩევდით.