ქეით ბლანშეტი ჯეკ ბლექთან ერთად ახალ საშინელებათა ჟანრის ფილმში, The House With a Clock in Its Walls, მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმი 1973 წელს გამოსული ამავე სახელწოდების გოთიკური საშინელებათა რომანის ეკრანიზაცია იქნება.

სიუჟეტი ობოლი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს რომელიც საცხოვრებლად ჯადოქარ ბიძასთან გადადის, სადაც ბიჭი მაგიურ სამყაროს ეზიარება, თუმცა ხვდება, რომ ეს ძალიან საშიშია. ერთ დღესაც ბიჭი საათს იპოვის, რომელზეც ისრები საშინელი სამსჯავროს დღის მოსვლას უახლოვდება.

ჯეკ ბლექსი ფილმში ბიძის როლს შეასრულებს, ბლანშეტი კი მისის ზიმერმანს განასახიერებს, რომელიც ბლექის პერსონაჟის მეზობელი და უახლოესი მეგობარი ჯადოქარია.

ფილმი ეკრანზე 2018 წლის 21 სექტემბერს გამოვა.