Grey's Anatomy-ის ვარსკვლავი პატრიკ დემფსი, შონდა რაიმსის სერიალიდან ტრაგიკული წასვლის შემდეგ ტელევიზიის ეკრანს უბრუნდება.

The Truth About the Harry Quebert Affair ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომლის რეჟისორის ჟან ჟაკ ანაუდი იქნება. შოუ ევროპელი მწერლის ჯოელ დიკერის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა და მასში სულ ათი სერია იქნება.

შოუს მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა მწერალი, მარკუს გოლდმანია, რომელიც ახალი წიგნის დასაწერად შთაგონების წყაროს ეძებს. ამისთვის ის ნიუ ჰემფშირში, კოლეგა პროფესორის, ჰარი ქიუბერტის სახლში გადადის საცხოვრებლად, სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდება მისი რომანის მთავარი გმირიც მას შემდეგ, რაც უეცრად მის სახლში 33 წლის წინ გაუჩინარებული 15 წლის გოგოს გვამს მიაგნებს, მარკუსი კი ამ ამბავში სიმართლის დადგენას ცდილობს, აღსანიშნავია, რომ მთელ სერიალს შავ-თეთრ ფერებში გადაიღებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შედგება სერიალის პრემიერა.