აშშ-ის ანგარიში: ქართულ სკოლებში მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ დისკრიმინაცია ხდება
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 199 ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების კუთხით სიტუაციის ანალიზს წარმოადგენს. ანგარიში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა წარადგინა. მან ისაუბრა ტერორისტულ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობებისა და ეთნიკური ჯგუფების წინააღდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებსა და დანაშაულებზე. სახელმწიფო მდივნის თქმით, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ბრალი "გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში" ედება.
ტილერსონმა განაცხადა, რომ მსოფლიოში "რელიგიური დევნა და შეუწყნარებლობა მეტია". მისი თქმით, მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 80% რელიგიური შეზღუდვებისა და შეუწყნარებლობის ქვეშ ცხოვრობს. ამ კუთხით მან შვიდი ქვეყანა გამოჰყო, რომელთა მთავრობებიც რელიგიური კუთხით მოსახლეობის უფლებებს არღვევენ, ესენია: ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ბაჰრეინი, ჩინეთი, პაკისტანი და სუდანი.
"არავინ არ უნდა იცხოვროს შიშში, ლოცულობდეს ჩუმად, ან აწყდებოდეს დისკრიმინაციას საკუთარი მრწამსის გამო," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, ამ კუთხით უფლებების დაცვა ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია. ტილერსონმა საკუთარ სიტყვაში ყველაზე დიდი ყურადღება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმო.
საქართველო
საქართველოზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის სრულ თავისუფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევებასა და მოქალაქეების რელიგიური მრწამსის მიუხედავად მათ თანასწორობას. თუმცა აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით პრივილეგიები აქვს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე 19 საქმე იქნა გამოძიებული, თუმცა ხაზს უსვამს, რომ "არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი საუბრობენ გამოძიების ეფექტურობის ნაკლებობაზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რელიგიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. ეს კი მთავარ პრობლემად რჩება".
ანგარიშში წერია, რომ "მთავრობა შეუსაბამოდ პასუხობს რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებებს და სკოლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ დისკრიმინაციას ახდენს".
სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოში საუბრობენ იმაზე, რომ "არსებობს გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის კულტურული ღირებულებების წინააღმდეგ საფრთხეს წარმოადგენენ". სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს, რომ გასულ წელს მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით ეროვნულ მედიაში მინიმუმ 69 რელიგიური ნიშნით შეურაცხმყოფელი გამონათქვამი დაფიქსირდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩო და მისი წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებთან.
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები