საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, გერმანიაში, მეორე მსოლფიო ომის დროს, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცები გერმანიისგან 2500 ევროს ოდენობის ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპენსაცია 1941 წლის 22 ივნისიდან, 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს ეხებათ. დაზარალებულს ან უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს განცხადებით მიმართვა შეუძლია 2017 წლის 30 სექტემბრამდე.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.