დღეს, 27 ივლისს, კარა დელევინის პირველი სიმღერის კლიპი გამოვიდა. I Feel Everything ლუკ ბესონის ფილმისთვის, Valerian, ჩაიწერა, რომელშიც კარა მთავარ როლსაც ასრულებს.

ვიდეოში დელევინი საუკეთესო ფორმაშია, ის შარვალ-კოსტუმსა და მაღალ ქუსლებში გამოწყობილი მღერის მინიმალისტური ჟანრის სიმღერას. კლიპის განმავლობაში ის თმების ფერს იცვლის და თითოეულ ახალ პარიკზე მისი ხმაც იცვლება.