სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 56,2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აზერბაიჯანზე ინვესტიციების 35,6 პროცენტი (558 მილიონი აშშ დოლარი) მოდის, მეორე ადგილზე მყოფ თურქეთზე - 13 პროცენტი (203,5 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო, მესამეზე კი, გაერთიანებული სამეფოა - 7,6 პროცენტით (118,8 მილიონი აშშ დოლარი).

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა:

  • აზერბაიჯანი
  • თურქეთი
  • გაერთიანებული სამეფო
  • ნიდერლანდები
  • ლუქსემბურგი
  • პანამა
  • ჩეხეთი
  • აშშ
  • ვირჯინის კ-ები (ბრიტ.)

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ქვეყნების მიხედვით:

ფოტო: საქსტატი

რაც შეეხება ინვესტიციებს ბიზნესის სფეროების მიხედვით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 671,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42,9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 129,5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 129,0 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1565,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,8 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის წინასწარ მონაცემებზე და 0,1 პროცენტით აღემატება 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.