JWT METRO-ს ყოფილი თანამშრომელი: არც ერთ თანამშრომელს ამ კლიპზე, ამ ვიზუალზე არ უმუშავია
"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმ ფაშისტურ წყობილებას, რასაც ამჟამინდელი მთავრობა ახორციელებს", — ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა გიგი სარჯველაძემ განაცხადა. მან კომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპზე JWT METRO-მ იმუშავა.
გიგი სარჯველაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული არ ყოფილა, რადგან არ სურს იმ ადამიანთან, კომპანიასთან თანამშრომლობა, რომლებიც „მსგავს ფაშისტურ წყობილებას რაიმე სახის თანამშრომლობას უწევენ“.
"უშუალოდ სააგენტოში, JWT METRO-ში არც ერთმა თანამშრომელმა ამის შესახებ არ იცოდა, არც ერთ თანამშრომელს ამ კლიპზე, ამ ვიზუალზე არ უმუშავია. შესაბამისად ყველასთვის შოკის მომენტი იყო, რადგან კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით იმ ფაშისტურ წყობილებას, რასაც ამჟამინდელი მთავრობა ახორციელებს.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს გაოგნებულები ვუყურებდით იმიტომ, რომ, პირველ რიგში, თითი ჩვენკენ იყო გამოშვერილი; მეორე, რაც ჩვენმა დირექტორმა განაცხადა — სრული შოკი იყო ჩვენთვის. ჩემი პირადი მოტივაცია ის არის, რომ თუნდაც კომპანიაში და კომპანიის მიღმა, ყველა ჩემი ახლობელი არის წნეხის ქვეშ ამჟამინდელი მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკით. ყველანი ძალიან განვიცდით, რაც ქვეყანაში ხდება. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო რთული ჩემთვის. რადგან არ მინდა იმ ადამიანთან, კომპანიასთან და კომპანიის ეშელონთან თანამშრომლობა, რომელიც მსგავს ფაშისტურ წყობილებას რაიმე სახით მაინც თანამშრომლობას უწევს", – განაცხადა გივი სარჯველაძემ.
ცნობისათვის, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპის გადაღების გამო, კომპანია JWT METRO თანამშრომლებმა დატოვეს. როგორც კომპანიის დირექტორი, ნიკა ბოჭორიშვილი აცხადებს, კლიპი ფრილანსერების გუნდთან ერთად გადაიღეს.
-
გადახედვაჯიმ რიში: უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები ჯიმ რიში: უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები
-
გადახედვაბენ კარდინ: მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს ბენ კარდინ: მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს
-
გადახედვაუილიამ ბრაუდერი: საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი უილიამ ბრაუდერი: საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი
-
გადახედვაპოლიციის მიერ ნაცემი 20 წლის მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს პოლიციის მიერ ნაცემი 20 წლის მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები სალომე ზურაბიშვილი: როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები
-
გადახედვამეუფე ზენონი: მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ! მეუფე ზენონი: მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!
-
გადახედვაპოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით კიდევ 5 პირი დააკავა პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით კიდევ 5 პირი დააკავა
-
გადახედვა"ტვ პირველის" ცნობით, ალეკო ელისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს — მას, სავარაუდოდ, ნეკნი აქვს მოტეხილი "ტვ პირველის" ცნობით, ალეკო ელისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს — მას, სავარაუდოდ, ნეკნი აქვს მოტეხილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს — მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს — მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს
-
გადახედვანიდერლანდების სამეფო მოუწოდებს ევროკავშირს, გაუუქმოს საქართველოს უვიზო რეჟიმი ნიდერლანდების სამეფო მოუწოდებს ევროკავშირს, გაუუქმოს საქართველოს უვიზო რეჟიმი
-
გადახედვაკრიმინალური პოლიცია დავით კეზერაშვილის კუთვნილ ბინებში ჩხრეკას ატარებს კრიმინალური პოლიცია დავით კეზერაშვილის კუთვნილ ბინებში ჩხრეკას ატარებს
-
გადახედვააშშ-ის საელჩო მორიგ ქარდს ავრცელებს აშშ-ის საელჩო მორიგ ქარდს ავრცელებს
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს
-
გადახედვადათა ხარაიშვილი: გვაიძულებდნენ გვეთქვა, "ხარებას გაუმარჯოს" დათა ხარაიშვილი: გვაიძულებდნენ გვეთქვა, "ხარებას გაუმარჯოს"
-
გადახედვაკობახიძე: თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმით, რაც საკუთარი სახელმწიფოს სიმტკიცისთვის გააკეთა კობახიძე: თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმით, რაც საკუთარი სახელმწიფოს სიმტკიცისთვის გააკეთა
-
გადახედვაომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით
-
გადახედვაგურამ მაჭარაშვილი: ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს გურამ მაჭარაშვილი: ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს
-
გადახედვასხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის თეატრთან იკრიბებიან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის თეატრთან იკრიბებიან
-
გადახედვადღეს, 19:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართება დღეს, 19:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართება
-
-
გადახედვარობერტ სტურუა: რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა რობერტ სტურუა: რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა
კომენტარები